მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
პროექტი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად ითვალისწინებს სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალსატარი მილების, რკინა–ბეტონისა და მონოლითური კიუვეტების მოწყობას, საგზაო ნიშნების მოწყობასა და სხვა სამუშაოებს.
საავტომობილო გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 4 679 830 ლარით დაფინანსდა.
ამ პროექტის განხორციელებით მუჟავას საავტომობილო გზის 12-კილომეტრიან მონაკვეთს სრულად ჩაუტარდება რეაბილიტაცია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ონიქს როუდი” ასრულებს.