ქალაქ ზუგდიდში თამარ მეფის და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ზუგდიდში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
ზუგდიდის ქუჩებზე, საავტომობილო გზის მონაკვეთები ამორტიზებულია, არ არსებობს საავტომობილო გზის საფარი, რაც იწვევს მოსახლეობის დამტვერიანებას უნალექო ამინდში, ნალექიანი ამინდების დროს გადაადგილება რთულდება.
ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, ეზოში შესასვლელების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით, გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით.