მარნეულის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 3-ის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ახალი საჯარო სკოლები აშენდება სოფელ ხულდარაში, შულავერში, ჯანდარში, ცოფში, კასუმლოში, ჩანახჩში, ქუთლიარსა და საბირკენდში. რეაბილიტირდება სოფელ კაპანახჩის, ყულარისა და ყიზილაჯლოს №1 საჯარო სკოლა. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ადგილზე, პროცესი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური განვითარების ფონდი, 59 ახალ სკოლას აშენებს და 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ყველა პროექტი ახალი სკოლის სტანდარტს შეესაბამება, რომლის ფარგლებშიც, ეწყობა საკლასო ოთახები და ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

Previous articleდოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა
Next articleფოთში ჯანდაცვის ორი ახალი პროგრამა ამოქმედდა