Home Blog გვერდი 118

ირაკლი ღარიბაშვილი – შეგვიძლია „სუ -25“-ების აღდგენა, გამოშვება

0

აბსოლუტურად ყველა რესურსი გვაქვს, ტექნიკური, ინტელექტუალური, თუ ადამიანური, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენი ძალებით შევძლოთ „სუ 25“-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და ამის შემდეგ გაყიდვა , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, გარდა იმისა, რომ „სუ 25“ ჩვენმა ქვეყანამ უბრალოდ თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყენოს, ასევე შეიძლება, ეს კომერციული პროექტი გახდეს.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი გულისტკივილი ავიაციაა, რომელზეც მოსვლის დღიდან დავიწყე მუშაობა. შტაბთან ერთად ჩამოვყალიბდით შემდეგ გეგმაზე – ჩვენს საკუთრებაში უამრავი ექსპლუატაციიდან გამოსული საფრენი აპარატი არსებობს, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, რომლებიც საჭიროებენ გარემონტებას. ჩვენ ეს ყველაფერი შგვიძლია ჩვენივე ქარხნით – „თბილავიამშენით“ და „დელტათი“ ერთად გავაკეთოთ. მოგეხსენებათ, „დელტას“ დირექტორი ამავდროულად „თბილავიამშენის“ დირექტორად დავნიშნეთ და ჩვენ უკვე ამ მიმართულებით მთელი ქარხნის დალაგება დავიწყეთ. მიმართულება გავყავით: ერთი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართულება და მეორე იქნება სამოქალაქო და ზოგადად, კომერციული პროექტები, არ გამოვრიცხავთ ასევე სხვა კერძო სუბიექტებთან, სხვა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობას.

ჩემი დანიშვნის დღეს ვთქვი და ბევრისთვის გახდა საქილიკო და ვერ გაიგეს, რომ „სუ25“-ის აღდგენაზე იყო საუბარი. ჩვენ დღეს გვაქვს აბსოლუტურად ყველა რესურსი, ტექნიკური, ინტელექტუალური, თუ ადამიანური, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენი ძალებით შევძლოთ გარემონტება, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ უნდა შევიძინოთ გასარემონტებელი ნაწილები. შეგვიძლია, ყველაფრის გარემონტება, „სუ 25“-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და ამის შემდეგ გაყიდვა. მოგეხსენებათ, მსოფლიოში არაერთი კონფლიქტი მიმდინარეობს და ქვეყნები თავდაცვის მიზნით ამ ტიპის თვითმფრინავებზე მაღალ ინტერესს აცხადებენ. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ეს ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება, გამოიყენოს უბრალოდ თავდაცვის მიზნებისთვის, ასევე შეიძლება ეს სუფთა კომერციული პროექტი გახდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: დელტაში ვაკეთებთ საშვილიშვილო პროექტს, რომელსაც დავუტოვებ ჯარს

0

დელტას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც, სამწუხაროდ, არ იყო სათანადოდ გამოყენებული. ჩემი ერთ-ერთი მთავარი, პრიორიტეტული მიმართულება იქნება სამხედრო მრეწველობის აღდგენა, აღორძინება. ჩვენ, ახლა უკვე ჩემი დავალებით, დავიწყეთ მუშაობა ნატოს სტანდარტების შესაბამისი ყუმბართმტყორცნების, ყუმბარების, რაკეტების წარმოებაზე.

ჩემი დაპირება, რომელიც იყო ვაზნების საწარმოს ქარხნის მშენებლობა, ეს მიმდინარე პროცესია. ეს არის საკმაოდ რთული პროექტი. ეს იქნება გრძელვადიანი, საშვილიშვილო პროექტი, რომელსაც დავუტოვებ ჯარს. ეს უნდა იყოს ტყვია-წამლის, ვაზნების წარმოების სრული ციკლი.
მე შემეძლო ძალიან მარტივად, საჩვენებლად გამეკეთებინა ძალიან პატარა ზომის ასაწყობი ქარხანა, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე შეგნებულად, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხელწერა. მე არ ვაკეთებ საქმეს იმისთვის, რომ ვიღაცამ მადლობა მითხრას ან უბრალოდ საჩვენებელი მოდელები გავაკეთო. მე ვაკეთებ საფუძვლიანად საქმეს და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილს ყოველთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ხელწერა.

ირაკლი ღარიბაშვილი

აჭარაში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

აჭარაში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. აქტიურ ფაზაშია ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

ამ ეტაპზე სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობს სპორტული დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება. დასრულდა სკამების მონტაჟი.

3 400 მაყურებელზე გათვლილი, უნივერსალური სპორტული კომპლექსის ღირებულება 62 000 000 ლარია. პროექტი აჭარის მთავრობის მიერ ფინანსდება და აერთიანებს სპორტის 12 სახეობას და 10 240 კვადრატული მეტრი ფართობის დარბაზებს, რაც იძლევა შესაძლებლობას რეგიონმა უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპორტულ ჩემპიონატებს.

აღსანიშნავია, რომ სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ანგისის სასპორტო ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დასრულებულია ორი მინდვრის მოწყობა. უკვე აშენდა 80 ბავშვზე გათვლილი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის კონსტრუქცია. მიმდინარეობს შიდა მოწყობის სარემონტო სამუშაოები.

უახლოეს პერიოდში დაიწყება 2 დიდი სტანდარტული მოედნის მოწყობა ბუნებრივი და ხელოვნური მინდვრის საფარით. პროექტი 2500 ბავშვზეა გათვლილი.

პროექტი კერძო ინვესტიციით ხორციელდება, დასაქმებულია 50 ადგილობრივი. სპორტული ბაზის პროექტის ღირებულება 9 მილიონი ლარია.

დღევანდელ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, აჭარის განათლების მინისტრი და ქალაქ ბათუმის მერი ესწრებოდნენ.

 

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ვადაზე ადრე დასრულდა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, გზის საფარი დაზიანებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას.

განხორციელდა მიწის სამუშაოები, გზის სავალი ნაწილის ფრეზირება და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლის სამუშაოები.

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, ამ გზით ხორციელდება ქვეყანაში შემოსული ძირითადი სატრანზიტო გადაზიდვები, შესაბამისად, ამ მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5 197 808 ლარი შეადგინა.

გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირის 506-მეტრიან მონაკვეთზე.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს.

პროექტით გათვალისწინებულია აღმაშენებლის გამზირიდან რაზმაძის ქუჩამდე საავტომობილო გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყება

2020 წელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდს“, „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციასა“ და სსიპ „აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.

ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ გამოყოფილი გრანტის (200 000 ევრო) ფარგლებში, სრულად განახლდება და გამაგრდება მუზეუმის შენობა, საძირკველში ჩადგება გრუნტის წყლების სადრენაჟო სისტემები, რეაბილიტირდება შენობის ექსტერიერი და ინტერიერი, მოეწყობა გათბობისა და ვენტილაციის სისტემები.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საქმიანობისთვის დამატებით გამოიყოფა 50 000 ევრო, რომელიც მუზეოგრაფიის გათანამედროვებას და მუზეუმის მიერ საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამების განვითარებას მოხმარდება. შედეგად, მუზეუმს საშუალება, ექნება ჩაერთოს ქვეყნისა და კავკასიის რეგიონის ტურისტული განვითარების გეგმაში, გააღრმავოს თანამშრობლობა მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმების საერთაშორისო ქსელთან და გაუზიაროს გამოცდილება რეგიონის ფრანკოფონულ ქალაქებს.

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია 3 წელი გაგრძელდება და მას თბილისის განვითარების ფონდი წესების სრული დაცვით განახორციელებს.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 1887 წელს დაარსდა და ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, აგრეთვე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოსულ ექსპონატებს.

დმანისის მუნიციპალიტეტში 8 სოფელი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

საუკუნის პროექტი დმანისში – მუნიციპალიტეტის 8 სოფელი რამდენიმე თვეში 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად 4 ათეული წლის შემდეგ, მუნიციპალიტეტის 8 სოფელი: ამამლო, ბაზაქლო, მამიშლო, ვაკე, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი და ჯავახი 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 068 169 ლარს, რომელიც სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტი რეკომენდაციების სრული დაცვით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ოქტომბერში შევა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკვეთილში გაშენებული დენდროლოგიური პარკი (ვიდეო)

0

როგორ გამოიყურება და როდის იხსნება ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკვეთილში გაშენებული დენდროლოგიური პარკი

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაციას მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. რეკომენდაციების შესრულების და შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის მონიტორინგს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

პროექტი ითვალისწინებს სტეფანწმინდის მუზეუმის რეაბილიტაციის მე-2 ფაზის სამუშაოებს: ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

0

ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. სამუშაოები თამარ მეფის გამზირზე მიმდინარეობს. პარალელურად, იგეგმება ზღვისპირა სკვერის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგება.

ზღვისპირა პარკის მოწყობის პირველი ეტაპი გასულ წელს დასრულდა. პროექტით მოწესრიგდა და მოეწყო 850-მეტრიანი მონაკვეთი.

ამ ეტაპზე წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაცია, დეკორატიული ფილებით ეწყობა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი. პროექტის მიხედვით, გაშენდება მწვანე ზოლი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა, კეთილმოეწყობა სანაპირო და სრულად იქნება ადაპტირებული.