სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ვადაზე ადრე დასრულდა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, გზის საფარი დაზიანებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას.
განხორციელდა მიწის სამუშაოები, გზის სავალი ნაწილის ფრეზირება და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლის სამუშაოები.
საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, ამ გზით ხორციელდება ქვეყანაში შემოსული ძირითადი სატრანზიტო გადაზიდვები, შესაბამისად, ამ მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5 197 808 ლარი შეადგინა.