აჭარაში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. აქტიურ ფაზაშია ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

ამ ეტაპზე სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობს სპორტული დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება. დასრულდა სკამების მონტაჟი.

3 400 მაყურებელზე გათვლილი, უნივერსალური სპორტული კომპლექსის ღირებულება 62 000 000 ლარია. პროექტი აჭარის მთავრობის მიერ ფინანსდება და აერთიანებს სპორტის 12 სახეობას და 10 240 კვადრატული მეტრი ფართობის დარბაზებს, რაც იძლევა შესაძლებლობას რეგიონმა უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპორტულ ჩემპიონატებს.

აღსანიშნავია, რომ სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ანგისის სასპორტო ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დასრულებულია ორი მინდვრის მოწყობა. უკვე აშენდა 80 ბავშვზე გათვლილი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის კონსტრუქცია. მიმდინარეობს შიდა მოწყობის სარემონტო სამუშაოები.

უახლოეს პერიოდში დაიწყება 2 დიდი სტანდარტული მოედნის მოწყობა ბუნებრივი და ხელოვნური მინდვრის საფარით. პროექტი 2500 ბავშვზეა გათვლილი.

პროექტი კერძო ინვესტიციით ხორციელდება, დასაქმებულია 50 ადგილობრივი. სპორტული ბაზის პროექტის ღირებულება 9 მილიონი ლარია.

დღევანდელ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, აჭარის განათლების მინისტრი და ქალაქ ბათუმის მერი ესწრებოდნენ.

 

Previous articleსამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
Next articleირაკლი ღარიბაშვილი: დელტაში ვაკეთებთ საშვილიშვილო პროექტს, რომელსაც დავუტოვებ ჯარს