ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. სამუშაოები თამარ მეფის გამზირზე მიმდინარეობს. პარალელურად, იგეგმება ზღვისპირა სკვერის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგება.
ზღვისპირა პარკის მოწყობის პირველი ეტაპი გასულ წელს დასრულდა. პროექტით მოწესრიგდა და მოეწყო 850-მეტრიანი მონაკვეთი.
ამ ეტაპზე წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაცია, დეკორატიული ფილებით ეწყობა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი. პროექტის მიხედვით, გაშენდება მწვანე ზოლი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა, კეთილმოეწყობა სანაპირო და სრულად იქნება ადაპტირებული.