Home Blog გვერდი 111

ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა

სექტემბერში სკოლა რეგიონის სხვა 19 საჯარო სკოლასთან ერთად, სრულიად განახლებულ გარემოში მიიღებს მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს.

პირველი სკოლის ტერიტორიაზე ასევე მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის მშენებლობა.

სრულად რეაბილიტირდა 1000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა, შესაბამისად, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები სხვადასხვა შენობაში განთავსდებიან.

შშმ პირთათვის ადაპტირებულ შენობაში, სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები მოეწყო.

თანამედროვე სტანდარტების სკოლაში, ოქტომბრიდან ახალი სკოლის მოდელი დაინერგება.

სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ცენტრის ამოქმედება, გურიის ახალგაზრდობას სწავლის, თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენების და თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების საშუალებას მისცემს.

ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა ასევე აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ პროფესიულ კოლეჯთან „ჰორიზონტი“.

ახალი სასწავლო წლისთვის სკოლის მოსწავლეები განახლებულ ლაბორატორიებში შეძლებენ ისეთ პროფესიებში საკუთარი ძალების მოსინჯვას, როგორიცაა: კულინარია, სტილისტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა.

 

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რებილიტაციას ახორციელებს.
პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსხური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 22 კმ სიგრძის სარწყავი არხი რეაბილიტირდება.
სამუშაოები ითვალისწინებს მაგისტრალური არხის 8,6 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას, ხოლო 13,4 კმ-ზე რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას.
ჩატარებული სამუშაოები სოფელ ქვემო არცევის, დიდი გარეჯვარის, პატარა გარეჯვარის, სათემოს, ციცაგიანთკარის 525 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას.
პროექტის ღირებულებაა 2 817 000 მლნ ლარი.
შიდა ქართლში საირიგაციო სისტემებზე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და შიდა ქართლის მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ.
ტირიფონის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იან მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოები ხორციელდება.

პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

პროექტის ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაოების დასრულება 2021 წელს არის დაგეგმილი.

საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის

0

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეს ქვეყნებია:

გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაცით, ზემოჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

გარდა ამისა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობის შემთხვევაში ან/და საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

„საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი“, – აღნშინა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.

ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები გრძელდება

ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები გრძელდება. სახურავების კაპიტალური რემონტი რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 14 საცხოვრებელი სახლი გადაიხურება: დანელიას- N72; 9 აპრილის- N12 და N33; ერეკლე მეორის -N30; გურიის- N177, N179, N187, N189; ჭანტურიას – N7, N9, N11; ჭავჭავაძის N142 და N144 ; აღმაშენებლის N3.

მიმდინარე სამუშაოების ღირებულება, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება 456 000 ლარია.

ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ჯამში, დაგეგმილია 4,5 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაცია. ამჟამად სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და ადგილობრივები გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები აშენდება

0

სამუშაოების დასრულების შემდეგ 8771 ადამიანს სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების – ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და გამრიცხველიანების სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს, ადგილობრივებს წყალი მათ მიერვე მოწყობილი ჭაბურღილებიდან მიეწოდებათ, გვალვიან პერიოდში კი ჭებში წყალი შრება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი სისტემები, რეზერვუარები სრული კომპიუტერული მართვისა და სათვალთვალო დაცვის სისტემით, ყველა რეზერვუარის ტერიტორიაზე გაკეთდება სანიტარული დაცვის ზონა.

სამუშაოები ითვალისწინებს ტერიტორიების დაქსელვასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 848 547 ლარია.

ფონდი “ქართუს” დაფინანსებით ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული რეაბილიტაცია დაიწყო

0

ფონდი “ქართუს” დაფინანსებით ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ყოფილი უშიშროების შენობის) და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მხატვართა სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

უშიშროების ყოფილ შენობაში მხატვართა სახლი განთავსდება.

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს გადაეცა. შენობა მანამდე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა მისმა მფლობელმა ვერ უზრუნველყო მისი მოვლა პატრონობა, რის გამოც შენობა წლების განმავლობაში ნადგურდებოდა.

მოდერნის სტილში აშენებული შენობა გასული საუკუნის დასაწყისში გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააგო. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით გამოირჩევა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

0
Book in library with open textbook,education learning concept

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

ამავე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები.

სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის ისტორიული სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის ისტორიული სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს მუზეუმის რეაბილიტაციის მე-2 ფაზის სამუშაოებს: ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ტერიტორიის კეთილმოწყობას.