ფონდი “ქართუს” დაფინანსებით ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ყოფილი უშიშროების შენობის) და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მხატვართა სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
უშიშროების ყოფილ შენობაში მხატვართა სახლი განთავსდება.
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს გადაეცა. შენობა მანამდე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა მისმა მფლობელმა ვერ უზრუნველყო მისი მოვლა პატრონობა, რის გამოც შენობა წლების განმავლობაში ნადგურდებოდა.
მოდერნის სტილში აშენებული შენობა გასული საუკუნის დასაწყისში გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააგო. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით გამოირჩევა.