გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იან მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.
პროექტის ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაოების დასრულება 2021 წელს არის დაგეგმილი.