შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რებილიტაციას ახორციელებს.
პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსხური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 22 კმ სიგრძის სარწყავი არხი რეაბილიტირდება.
სამუშაოები ითვალისწინებს მაგისტრალური არხის 8,6 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას, ხოლო 13,4 კმ-ზე რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას.
ჩატარებული სამუშაოები სოფელ ქვემო არცევის, დიდი გარეჯვარის, პატარა გარეჯვარის, სათემოს, ციცაგიანთკარის 525 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას.
პროექტის ღირებულებაა 2 817 000 მლნ ლარი.
შიდა ქართლში საირიგაციო სისტემებზე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და შიდა ქართლის მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ.
ტირიფონის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.
Previous articleგრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
Next articleოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა