Home Blog გვერდი 107

კასპის მუნიციპალიტეტში 60 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ კოდისწყაროში 60 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება.

60 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სპორტული მოედნები და სკოლის ეზოც. დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში.

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ19,5-კმ35 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამჟამად ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 914 680 ლარია.

სამუშაოებს კომპანია “New Road” ახორციელებს.

თავდაცვის სამინისტრომ ბინების დაკანონების პროცესი დაიწყო

0

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის განხორციელება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით უწყების ბალანსზე არსებული 5000 ბინის დაკანონებას ითვალისწინებდა, უკვე დაიწყო.

ბინების გადაცემის პროცესის ეფექტიანი და სამართლიანი წარმართვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი წარმომადგენლები შედიან. აღნიშნული კომისია განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ინდივიდუალური მიდგომით განიხილავს და მინისტრს შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს.

უშუალოდ განცხადებების მიღება და სარეკომენდაციო პროექტების მომზადება თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ მოხდება, რომელიც აღნიშნული კომისიის სამდივნოს წარმოადგენს. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირების არსებული მოდელი პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას შეუწყობს ხელს.

სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინის ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 17 ივლისს მიიღო.

ბინების დაკანონების შედეგად, ათასობით ოჯახისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაიჭრება, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 5000-მდე ბინას, ფაქტობრივად, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი პირები და საქართველოს სხვა მოქალაქეები დაიკანონებენ.

ბოდბის დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სრულდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

პროექტი ფარგლებში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ორდონიანი ავტოსადგომი, შიდა და გარე წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გათბობა-ვენტილაციის სისტემები, ჩატარდა შიდა და გარე განათების, ვერტიკალური დაგეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, რაც თავისთავად, იწვევდა ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდასაც.

მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას და იქმნებოდა საცობი, პროექტის დასრულების შემდეგ, მონასტრის მნახველები კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული ტურისტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

ზუგდიდში დევნილებისთვის სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

0

ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. პროექტის დასრულების შემდეგ 360 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას.

გარდა დასრულებული 3 საცხოვრებელი კორპუსისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდში 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის, დამატებით, 5 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.

სამუშაოები ითვალისწინებდა 3 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და გარე განათების მონტაჟს. სამივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები. გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისმა ღირებულებამ, დაახლოებით, 21.5 მლნ ლარი შეადგინა.

ფოთში მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება

ფოთში მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება.

პროექტი ტერიტორიის კეთილმოწყობასთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ითვალისწინებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს პირსის, საჩრდილობლების, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრების მოწყობას.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ შეასრულებს. მისი ღირებულება 66 801 ლარია.

თანხა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საგრანტო კონკურსში გამარჯვებით იქნა მოპოვებული.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა

მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილი შეემატა – გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა.

გოდერძის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია როგორც ალპური, ასევე სუბალპური მცენარეთა ნაირსახეობა, რომლებიც მაღალმთიანი აჭარისთვის არის დამახასიათებელი. ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ჯარას ველური თაფლის უნიკალური ტრადიციის გაცნობაა შესაძლებელი.

ბაღის ძირითადი დანიშნულებაა სოფლად ტურიზმის განვითარება, კავკასიის ეკორეგიონის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, ეკოგანათლების პოპულარიზაცია.

პროექტის მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი (Mercy Corps), „აჭარისწყალი ჯორჯია“, მიუნხენის, ლოტარეს და ბათუმის ბოტანიკური ბაღები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 510 000 ლარი გრანტია, ხოლო 500 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობაში 800-მდე ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

ქვემო ქართლის რეგიონში 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს დახმარებით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 27 ახალი საწარმო დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

1000-მდე დევნილ ოჯახს ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცემა

ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე 3 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა და ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს მომავალში გადაეცემა.

დამატებით 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.

ფოთში ავტოპარკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ფოთში ავტოპარკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი არსებულ ტრანსპორტთან ერთად იმ ათ ახალ ავტობუსს მოემსახურება, რომლებსაც ქალაქი “საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში მიიღებს.

სამუშაოების ღირებულება 999 487 ლარს შეადგენს.

ავტოპარკის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “იმედი” ასრულებს.