მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილი შეემატა – გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა.
გოდერძის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია როგორც ალპური, ასევე სუბალპური მცენარეთა ნაირსახეობა, რომლებიც მაღალმთიანი აჭარისთვის არის დამახასიათებელი. ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ჯარას ველური თაფლის უნიკალური ტრადიციის გაცნობაა შესაძლებელი.
ბაღის ძირითადი დანიშნულებაა სოფლად ტურიზმის განვითარება, კავკასიის ეკორეგიონის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, ეკოგანათლების პოპულარიზაცია.
პროექტის მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი (Mercy Corps), „აჭარისწყალი ჯორჯია“, მიუნხენის, ლოტარეს და ბათუმის ბოტანიკური ბაღები.