ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 510 000 ლარი გრანტია, ხოლო 500 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობაში 800-მდე ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.
ქვემო ქართლის რეგიონში 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს დახმარებით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 27 ახალი საწარმო დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.