სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
პროექტი ფარგლებში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ორდონიანი ავტოსადგომი, შიდა და გარე წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გათბობა-ვენტილაციის სისტემები, ჩატარდა შიდა და გარე განათების, ვერტიკალური დაგეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, რაც თავისთავად, იწვევდა ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდასაც.
მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას და იქმნებოდა საცობი, პროექტის დასრულების შემდეგ, მონასტრის მნახველები კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული ტურისტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.