Home Blog გვერდი 26

საგარეჯოს ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 22 შენობის, მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განახლდა შენობები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო ტროტუარები და ღობეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიმდებარე სკვერს

ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის პირველი ეტაპით დაფინანსებული პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია. დაწყებულია პროგრამის მეორე ეტაპით დაგეგმილი სამუშაოებიც

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, კერძოდ სენაკის მუნიციპალიტეტში, ჯამში 10 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის 90% უკვე დაგებულია

2 პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, სახიდე გადასასვლელის, სანიაღვრე არხების, ეზოში შესასვლელების, საფეხმავლო ბილიკების და მოსაცდელების მოწყობა

გაიხსნა საწარმო Food Alliance

0

მთავრობის მიერ სესხის პროცენტის თანადაფინანსებით, სოფლის განვითარების სააგენტოს და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში, Food Alliance-მა ნატახტარში, სრულიად ახალი, ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებული პურ-ფუნთუშეულის მაღალტექნოლოგიური საწარმო გაიხსნა.

საწარმო მომხმარებელს ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილი, ევროპული სტილის პურ-ფუნთუშეულის ნახევარ-ფაბრიკატების დიდ ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანიაში ამ ეტაპზე 100 ადამიანია დასაქმებული, აქედან 80%-ს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები შეადგენენ, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კომპანიამ გადაამზადა და საწარმოში დაასაქმა. მენეჯმენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში ბიზნესის განვითარებასთან ერთად, თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასაც ელოდებიან.

საწარმო ელპლუსი დაფუძნდა

0

“ელპლუსმა” მთავრობის მიერ სესხის პროცენტის თანადაფინანსებით ახალი ევროპული სტანდარტების საწარმო დააფუძნა.

ქარხანაში იწარმოება ცეცხლმაქრები, სახანძრო კარებები, ცეცხლგამძლე კარადები, ცეცხლმედეგი ვენტილირებადი ფასადები, მეტალის სტელაჟები და სხვა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

0

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. სკოლა 300 მოსწვალეზეა გათვლილი.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

კაპანახჩის საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

სოფელ ბოდბეში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ახალი საჯარო სკოლა აშენდა.
სკოლა თანამედროვე სტანდარტებით აშენდა და 90 ბავშვზეა გათვლილი.

შენობაში 9 საკლასო ოთახი და 1 ლაბორატორიაა განთავსებული
მოეწყო სკოლის ეზო, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები

სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

სარეაბილიტაციო მონაკვეთი, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. აღნიშნული გზის გამართულად ფუნქციონირება, მოსახლეობისთვის, ტურისტული თვალსაზრისით და მომლოცველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, ასევე, მდინარე კავთურაზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებებიც, ავტოსადგომი, საგზაო ნიშნები და მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3.6 მლნ ლარამდეა

ქვეშეთი-კობის 9კმ-იან მონაკვეთში სამუშაოები მაღალი ტემპით მიმდინარეობს

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იან გვირაბში სამუშაოები მაღალი ტემპით უკვე 3042 მეტრის სიღრმეში მიმდინარეობს. გვირაბის გაყვანის გარდა, მიმდინარეობს მისი მოსახვაც. დღეში სრულდება დაახლოებით 12-15 მეტრამდე ექსკავაციის სამუშაო.

ქვეშეთი-კობის 9 კმ-ის სიგრძის და 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი გვირაბის კლდოვან ქანებში მშენებლობის სამუშაოები 2021 წლის მაისში დაიწყო

გვირაბის გაყვანა პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი მანქანით – TBM-ით (Tunnel Boring Machine) ხდება. ამ ეტაპზე, მთავარ გვირაბში სამუშაოები უკვე 3 კმ-ისა და 42 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბში 3 კმ-ისა და 300 მეტრის სიღრმეში მიმდინარეობს

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომლის ბურღვა კლდოვან ქანებში მიმდინარეობს, საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება
ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 სთ-ის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. გზის დაახლოებით 70%-ს ექნება დამატებითი ზოლი. აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზაც. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებულ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, მათ შორის, ადგილობრივი გზების მშენებლობითა და არსებული ძველი სოფლის გზების განახლებით ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნას და ტურისტული ცენტრის მშენებლობას

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

E-60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

პროექტის ფარგლებში მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული

სამუშაოები მიმდინარეობს 8 ხიდსა და 5 გვირაბზე, საიდანაც 4 ხიდი უკვე აშენებულია

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი ექსპლუატაციაში უკვე შესული ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა

ხაშურის შემოვლითმა გზამ, მნიშვნელოვნად განტვირთა ქ.ხაშური საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად გადმოერთო ახალ გზაზე, ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო განახევრდა

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთი, სურამისა და ჩუმათელეთის გვერდის ავლით რიკოთის მთავარ გვირაბთან გადის, ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას დაუერთდება

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა, საერთო ჯამში მოიცავს 14 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზას, 23 ხიდს, 5 გვირაბს, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელებს, წყალგამტარ მილებს და სადრენაჟე სისტემებს

ამბროლაურში დიალიზის პროგრამა ამოქმედდა

0

ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ადგილობრივ ბენეფიციარებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, სხვადასხვა რეგიონში უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

ამბროლაურში, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურით სრულად აღიჭურვა. პირველ ეტაპზე, ბენეფიციარებს, სამეგრელოდან და იმერეთიდან მოწვეული სპეციალისტები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი მათ სამინისტროს მიერ გადამზადებული სპეციალისტები ჩაანაცვლებენ.

ამ ეტაპზე, დიალიზის სერვისს, ამბროლაურში 15-მდე პაციენტი იღებს, მომდევნო კვირიდან კი აღნიშნული მომსახურებით, მიმდებარე მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მცხოვრები, 25-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.