ქვეშეთი-კობის 9 კმ-იან გვირაბში სამუშაოები მაღალი ტემპით უკვე 3042 მეტრის სიღრმეში მიმდინარეობს. გვირაბის გაყვანის გარდა, მიმდინარეობს მისი მოსახვაც. დღეში სრულდება დაახლოებით 12-15 მეტრამდე ექსკავაციის სამუშაო.

ქვეშეთი-კობის 9 კმ-ის სიგრძის და 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი გვირაბის კლდოვან ქანებში მშენებლობის სამუშაოები 2021 წლის მაისში დაიწყო

გვირაბის გაყვანა პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი მანქანით – TBM-ით (Tunnel Boring Machine) ხდება. ამ ეტაპზე, მთავარ გვირაბში სამუშაოები უკვე 3 კმ-ისა და 42 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბში 3 კმ-ისა და 300 მეტრის სიღრმეში მიმდინარეობს

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომლის ბურღვა კლდოვან ქანებში მიმდინარეობს, საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება
ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 სთ-ის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. გზის დაახლოებით 70%-ს ექნება დამატებითი ზოლი. აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზაც. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებულ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, მათ შორის, ადგილობრივი გზების მშენებლობითა და არსებული ძველი სოფლის გზების განახლებით ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნას და ტურისტული ცენტრის მშენებლობას

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.

Previous articleზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება
Next articleწინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა