მთავრობის მიერ სესხის პროცენტის თანადაფინანსებით, სოფლის განვითარების სააგენტოს და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში, Food Alliance-მა ნატახტარში, სრულიად ახალი, ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებული პურ-ფუნთუშეულის მაღალტექნოლოგიური საწარმო გაიხსნა.
საწარმო მომხმარებელს ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილი, ევროპული სტილის პურ-ფუნთუშეულის ნახევარ-ფაბრიკატების დიდ ასორტიმენტს სთავაზობს.
კომპანიაში ამ ეტაპზე 100 ადამიანია დასაქმებული, აქედან 80%-ს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები შეადგენენ, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კომპანიამ გადაამზადა და საწარმოში დაასაქმა. მენეჯმენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში ბიზნესის განვითარებასთან ერთად, თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასაც ელოდებიან.