Home Blog გვერდი 2

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა.

ამ დრომდე ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

სერვისის ამოქმედების შემდეგ, კი ბენეფიციარები სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება.

ახალქალაქის,ყვარლის, მარტვილისა და ხულოს შემდეგ, დიალიზის სერვისი მიღება უახლოეს მომავალში ჭიათურაში, სენაკში, საგარეჯოში,ტყიბულში,წალენჯიხაში,ცაგერში, წნორში და დედოფლისწყაროშიც იქნება შესაძლებელი,რის შედეგადაც გეოგრაფიული მოცვა გაიზრდება და საჭირო სერვისის მიღებას ბენეფიციარები შეუფერხებლად შეძლებენ.

 

ახალციხეში სოფელ აწყურში კულტურის სახლის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ახალციხეში სოფელ აწყურში კულტურის სახლის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა კულტურის სახლის დარბაზი, მოეწყო ახალი სცენა, განათება და ხმის ჩამხშობი სისტემა. ამასთან, დარბაზი აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული ახალი დარბაზი 200-მდე მაყურებელზეა გათვლილი, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიებისა და შეხვედრის ჩატარება.

ლენტეხში სპორტკომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ახალი ეკონომიკური აქტივობისა და ახალგაზრდების სტიმულირების მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ამ ეტაპზე ხორციელდება სპორტკომპლექსის სარეაბილიტაციო (გადახურვის) სამუშაოები.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ამბროლაურში მრავალფუნქციური ცენტრი შენდება

ამბროლაურში მრავალფუნქციური ცენტრი შენდება.

მდინარე კრიხულას სანაპიროზე, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული როლის გაზრდის მიზნით, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ამბროლაურის, ურბანული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საპარკინგე ადგილების (სადაც მოეწყობა ელექტრომობილების დასამუხტი აპარატები) საგამოფენო სივრცეების და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

პროექტი, ასევე, ითვალისწინებს გარე განათების, გამწვანების სამუშაოების განხორციელებას, ადაპტირებული გარემოს შექმნას შშმ პირებისთვის, მაღალსიჩქარიანი უფასო ინტერნეტ კავშირის ხელმისაწვდომობას, საფეხმავლო სივრცეების, სკვერის და რეკრეაციული ზონის მოწყობას.

საგამოფენო სივრცეებში მოეწყობა ადგილობრივი მსუბუქი რეწვის ნიმუშების გამოფენა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.

შედეგად სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების მქონე ადამიანებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ აღნიშნული სივრცეებით, რაც უზრუნველყოფს, ამბროლაურის, როგორც რეგიონის ცენტრის ფუნქციური როლის გაზრდას.

ცაგერში სოფელ წიფერჩში საბავშვო ბაღი აშენდა

ცაგერში სოფელ წიფერჩის ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო კომფორტული სასწავლო-სააღმზრდელო სივრცე შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა განახლებული ინვენტარით. იგი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე დაგეგმილია 5 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

პენიტენციურ დაწესებულებებს უახლესი ელექტროკარდიოგრაფები გადაეცათ

0
პენიტენციურ დაწესებულებებს უახლესი ელექტროკარდიოგრაფები გადაეცათ.

ელექტროკარდიოგრაფები განახლდა №3, №5, №6, №8, №18 დაწესებულებებში, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობისთვის, ისე პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული მედპერსონალისთვის, რათა შესაძლებელი იყოს პაციენტთათვის დროული და ხარისხიანი მკურნალობის მიწოდება.

ელექტროკარდიოგრაფის საშუალებით შესაძლებელია გულის სხვადასხვა დარღვევის, იშემიური დაავადებების, მიოკარდიტის, გულის კუნთის დისტროფიის, ელექტროლიტური დისბალანსის, არაკარდიული დაავადებების (მაგალითად, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) დიაგნოსტიკა, მედიკამენტებით გამოწვეული ჰიპერდოზირების გამოვლენა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივად ზრუნავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე.

გარდაბნში სოფელ სართიჭალაში ევროპული სტანდარტების მქონე სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

default
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ევროპული სტანდარტების მქონე სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე მოედანი, ტრიბუნა, განათების სისტემა, საპარკინგე სივრცე, დაიგო საფარი, თითქმის დასრულებულია ბაზის მშენებლობაც. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო.

მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე შენდება ფიზმომზადების ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტსმენების შესაძლებლობების სწორ განვითარებას და მათ პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებას. სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით.

 


გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 21.4 ათასი ტონით გაიზარდა

0

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 21.4 ათასი ტონით გაიზარდა

2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან 36.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 23.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 21.4 ათასი ტონით (144%), ხოლო ღირებულება – 15.1 მლნ აშშ დოლარით (183%) გაიზარდა.

საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

რუსთავში ახლად რეაბილიტირებული №1 საბავშვო ბაღი გაიხსნა

0
ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, 210 აღსაზრდელზე გათვლილი, სრულად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის ორივე ფლიგელის გამაგრება-რესტავრაცია და შიდა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. ბაღი აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით, დამონტაჟდა გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. ასევე მოეწყო საბავშვო ბაღის ეზო. №1 საბავშვო ბაღი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება

ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება.

15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ.

ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი 2); პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული სიახლეები შეეხება: სოციალურად დაუცველ პირებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს), პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.