გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ევროპული სტანდარტების მქონე სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე მოედანი, ტრიბუნა, განათების სისტემა, საპარკინგე სივრცე, დაიგო საფარი, თითქმის დასრულებულია ბაზის მშენებლობაც. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო.

მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე შენდება ფიზმომზადების ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტსმენების შესაძლებლობების სწორ განვითარებას და მათ პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებას. სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით.

 


Previous articleგასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 21.4 ათასი ტონით გაიზარდა
Next articleპენიტენციურ დაწესებულებებს უახლესი ელექტროკარდიოგრაფები გადაეცათ