ამბროლაურში მრავალფუნქციური ცენტრი შენდება.

მდინარე კრიხულას სანაპიროზე, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული როლის გაზრდის მიზნით, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ამბროლაურის, ურბანული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საპარკინგე ადგილების (სადაც მოეწყობა ელექტრომობილების დასამუხტი აპარატები) საგამოფენო სივრცეების და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

პროექტი, ასევე, ითვალისწინებს გარე განათების, გამწვანების სამუშაოების განხორციელებას, ადაპტირებული გარემოს შექმნას შშმ პირებისთვის, მაღალსიჩქარიანი უფასო ინტერნეტ კავშირის ხელმისაწვდომობას, საფეხმავლო სივრცეების, სკვერის და რეკრეაციული ზონის მოწყობას.

საგამოფენო სივრცეებში მოეწყობა ადგილობრივი მსუბუქი რეწვის ნიმუშების გამოფენა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.

შედეგად სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების მქონე ადამიანებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ აღნიშნული სივრცეებით, რაც უზრუნველყოფს, ამბროლაურის, როგორც რეგიონის ცენტრის ფუნქციური როლის გაზრდას.

Previous articleცაგერში სოფელ წიფერჩში საბავშვო ბაღი აშენდა
Next articleლენტეხში სპორტკომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს