ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, 210 აღსაზრდელზე გათვლილი, სრულად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის ორივე ფლიგელის გამაგრება-რესტავრაცია და შიდა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. ბაღი აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით, დამონტაჟდა გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. ასევე მოეწყო საბავშვო ბაღის ეზო. №1 საბავშვო ბაღი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა.

Previous articleსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება
Next articleგასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 21.4 ათასი ტონით გაიზარდა