Home Blog გვერდი 19

ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი

0

ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტის თანახმად:

• ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება;
• განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ენიჭება ვიდეოპაემნის უფლება;
• ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო;
• გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველა მსჯავრდებულს ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება;
• მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას მიიღებს ციფრული სწავლების და კორესპონდენციული სწავლების ფორმებით;
• პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;
• ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე;
• მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.

გუდაურში ახალი საბაგირო აშენდება

0

გუდაურში ახალი საბაგირო აშენდება, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. გარდა ამისაა, გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი წლის ბოლომდე გაიხსნება

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იან მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი მონაკვეთია. ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთი ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

ახალი მონაკვეთი კომფორტულ გადაადგილებასთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტსაც უზრუნველყოფს.

პროექტის ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა გრძელდება

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან მონაკვეთზე ახალი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გზა 3 მონაკვეთად არის დაყოფილი – ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი და საგარეჯოს შემოვლით გზა.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობის დროს.

პროექტის ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარია.

ნორიოს და ჯანდარის სკოლების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

სოფელ ნორიოსა და სოფელ ჯანდარის, ჯამში, 2000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. შედეგად, სკოლებში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

ხულო-ზარზმის 47 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია გრძელდება

0

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ და გეოლოგიურ რელიეფზე. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს ორი რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. განახლებული გზა  ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან დააკავშირებს, რაც ხელს შეუწყოს ტურიზმის განვითარებასაც.

47 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც,  საერთო ჯამში, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. მოცემულ ეტაპზე, პირველ და მეორე მონაკვეთებზე, მთლიანობაში 42 კმ-ზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ მონაკვეთებზე დაგეგმილი სამუშაოების საერთო ღირებულება 95.6 მილიონ ლარს აღემატება. მეორე მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის, ხოლო მთლიანი 47 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება.

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო

0

აღნიშნული მონაკვეთი, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.

ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორს, 6 მიმდებარე სოფელს და ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა.

ახალი შემოვლითი გზა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 87.8 მილიონი ლარია.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

0

რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, პარალელურად, ყველა გვირაბზე მიმდინარეობს.

51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 37 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ.

97 ხიდიდან, სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 91 ხიდზე, საიდანაც 52 უკვე აშენებულია, 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი, ხევი-უბისას მონაკვეთი, უბისა-შორაპანის მონაკვეთი, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი).

კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურება იზრდება

0

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ორმაგდება და 1 იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2 000 ლარს შეადგენს.

დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ზრდა კერძო სექტორში დასაქმებულებს შეეხებათ.

აღნიშნულ ინიციატივას წინ უძღვოდა სკოლის მასწავლებლებისთვის განკუთვნილი დეკრეტული ანაზღაურების წესში ცვლილება, რომლის მიხედვით სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.

სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება იზრდება

0

2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ.

პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია.