ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ და გეოლოგიურ რელიეფზე. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს ორი რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. განახლებული გზა ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან დააკავშირებს, რაც ხელს შეუწყოს ტურიზმის განვითარებასაც.
47 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც, საერთო ჯამში, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. მოცემულ ეტაპზე, პირველ და მეორე მონაკვეთებზე, მთლიანობაში 42 კმ-ზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ მონაკვეთებზე დაგეგმილი სამუშაოების საერთო ღირებულება 95.6 მილიონ ლარს აღემატება. მეორე მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის, ხოლო მთლიანი 47 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება.