რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, პარალელურად, ყველა გვირაბზე მიმდინარეობს.
51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 37 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ.
97 ხიდიდან, სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 91 ხიდზე, საიდანაც 52 უკვე აშენებულია, 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი, ხევი-უბისას მონაკვეთი, უბისა-შორაპანის მონაკვეთი, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი).