Home Blog გვერდი 160

თბილისი უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში დაწინაურდა

0

საერთაშორისო კვლევით პორტალ „Numbeo“-ზე, თბილისი უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში დაწინაურდა

„Numbeo-ს” მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის და უსაფრთხოების ინდექსების შესაბამისად, 2019 წლის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის მოხვდა.

საერთაშორისო კვლევითი პორტალი “Numbeo” მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პირობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

საქართველოში ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების პირველი საწარმო აშენდება

0
Woman getting cosmetic injection of botox near eyes, closup. Woman in beauty salon. plastic surgery clinic.

მსოფლიოში ცნობილი „აპტოსის” ძაფების გამომგონებელი ქართული კომპანია თბილისში, ორხევის დასახლებაში საწარმოს მშენებლობას იწყებს. „აპტოსი” „აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.
პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარს შეადგენს.

აპტოსის ძაფები ქართული ინოვაციური გამოგონებაა, რომელიც 23 წლის წინ შეიქმნა, გერმანიაში იწარმოება და “Made in Germany”-ს სახელით ხვდება მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნის პლასტიკური და ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტების სამუშაო სივრცეში.

ორხევში საწარმოს აშენების შემდეგ წარმოება მთლიანად საქართველოში გადმოვა და პროდუქტი „Made in Georgia”-ს წარწერით გავა როგორც უკვე არსებულ საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა ბრაზილია, აშშ, კანადა, მექსიკა, ტაილანდი და სინგაპური.

9 მარტის და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

0

თბილისში 9 მარტის და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობა. რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეები.

პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ხორციელდება.

თბილისში 27 ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაუკანონდა

27 ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას.

ამ 27 ოჯახიდან 22 ოჯახი ცხოვრობს მუხაძის ქუჩის მიმდებარედ, დანარჩენი ხუთი ოჯახი ცხოვრობს პოლიტკოვსკაიას №48-ში, ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში, ჟორესის ქუჩა №13-ში, მუხიანის დასახლების პირველი მიკრორაიონის პირველ კორპუსში და ოცხელის ქუჩის № 4-ში.

მდინარე ჭოროხზე გონიოსთან დამაკავშირებელი ხიდი აშენდება

ბათუმის ბულვარი გაგრძელდება და მდინარე ჭოროხზე ახალი ბულვარის გონიოსთან დამაკავშირებელი ხიდი აშენდება.

აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ჭოროხის ხიდის მშენებლობისთვის განსაზღვრულია ტერიტორია და ახალ ბულვარში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო

0

თბილისში ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას.

რეაბილიტაციის პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები ითვალისწინებდა ხიდების განაპირა ბურჯებისა და თაღის მალის ნაშენის ქვის, ასევე, აგურის წყობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს, ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობას, გარეგანათების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და ზაარბრიუკენის ხიდის მოაჯირების რესტავრაციას. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ხორციელდება.

ქოშიგორის დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა

0

საბურთალოს რაიონში, ქოშიგორის დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1150 მეტრი სიგრძის მონაკვეთს, მოეწყო 5 მეტრის სიგანის საავტომობილო გზა გვერდულებით და დაიგო 5750 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი.

 

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილისა და არდოტის, ასევე გუდამაყარის ხეობები ინტერნეტით დაიფარება. ეს სიახლე ჯამში 76 სოფელს, 496 ოჯახს, 1291 მუდმივ მცხოვრებს შეეხება. ინტერნეტით დაიფარება 4 საშუალო სკოლაც.
ამავდროულად, 50 აბონენტისთვის ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი მოეწყობა.

ავლაბარში მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია სრულდება

0

ავლაბარში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სრულდება.

პროექტის ფარგლებში, 2905 კვ.მ ფართობზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი, მოძველებულ და დაზიანებულ წყალარინების სისტემას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროექტის მეორე ეტაპზე, 571 კვ.მ ფართობზე ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 2219 კვ.მ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოწესრიგდა და მოასფალტდა საცხოვრებელი სახლების ეზოების შესასვლელები, რომელიც ჯამში, 114 კვ.მ ფართობს მოიცავს.

ცხრაწყაროში პოლიციის ახალი ბაზა აშენდა

0

შსს-ს ცნობით, დაცვითი ღონისძიებების მეტად ეფექტიანად განხორციელებისა და პირადი შემადგენლობის პირობების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ცხრაწყაროს მონაკვეთზე ახალი, კეთილმოწყობილი კაპიტალური ბაზა აშენდა, რაც ყაზარმას, სამორიგეოს, სასადილოს, ასევე, თოვლმავლებისა და კვადროციკლების ავტოფარეხს მოიცავს.