ავლაბარში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სრულდება.
პროექტის ფარგლებში, 2905 კვ.მ ფართობზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი, მოძველებულ და დაზიანებულ წყალარინების სისტემას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
პროექტის მეორე ეტაპზე, 571 კვ.მ ფართობზე ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 2219 კვ.მ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოწესრიგდა და მოასფალტდა საცხოვრებელი სახლების ეზოების შესასვლელები, რომელიც ჯამში, 114 კვ.მ ფართობს მოიცავს.