თბილისში ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას.
რეაბილიტაციის პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები ითვალისწინებდა ხიდების განაპირა ბურჯებისა და თაღის მალის ნაშენის ქვის, ასევე, აგურის წყობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს, ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობას, გარეგანათების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და ზაარბრიუკენის ხიდის მოაჯირების რესტავრაციას. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ხორციელდება.