Home Blog გვერდი 16

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები ამოქმედდა

0

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 15 თებერვლიდან, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები ამოქმედდა. შედეგად, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო 800-ზე მეტი მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდა. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მედიკამენტებზე ფასები საშუალოდ 40-იდან 70 პროცენტამდე შემცირდა.

 

პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში ზუგდიდში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა

0

პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, ქალაქ ზუგდიდში, სადაც სამუშაოები უკვე დასრულდა.

პროექტი მოიცავდა ცენტრალური მოედნის და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის განახლებას. რეაბილიტირდა 20 შენობა. ასევე, მიმდინარეობს ბულვარში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია.

პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში თერჯოლაში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა

0

პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, ქალაქ თერჯოლაში, სადაც სამუშაოები უკვე დასრულდა.

რუსთაველის ქუჩაზე განახლდა 7 შენობა და რეაბილიტირდა 2 პარკი.

პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. მისი დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში ფოთში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა

0

პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, ქალაქ ფოთში, სადაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულდა.

პროექტი მოიცავდა აღმაშენებლის ქუჩის განახლებას. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 25 შენობას და სკვერს. პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ფოთში დაწყებულია მეორე ეტაპის სამუშაოები.

4 წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

 

პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა

0

პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ვანის მუნიციპალიტეტში, სადაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულდა.

პროექტი მოიცავდა თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩების, 16 შენობისა და 2 პარკის რეაბილიტაციას. მოეწყო ღობეები და განათება და მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი. ვანის მუნიციპალიტეტში, ასევე, მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები.

4 წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროგრამის – „განახლებული რეგიონები” ფარგლებში სამტრედიაში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა

0

პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

იმერეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ქალაქ სამტრედიაში, სადაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულდა.

პროექტი მოიცავდა თამარ მეფის ქუჩის და მიმდებარე სკვერის, 6 შენობისა და 1 პარკის რეაბილიტაციას.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

სურსათსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დაკლების მიზნით მთავრობა სამუშაო ჯგუფებს ქმნის

0

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ინფლაციაზე ისაუბრა.

“ვახსენე ინფლაცია და მინდა, ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გარკვეული განმარტება გავაკეთო. მე რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს, სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა, მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული ასე ვიტყოდი მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი და მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ეს პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ბრინჯი იქნება ეს თუ წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, საბითუმო ფასებზე დამატებულია, ვგულისხმობ ჯერ გასაყიდ ფასს არ ვამბობ, 50-60-70-80 % არის ფასნამატი, საბითუმო ფასებზე. ამას ემატება რა თქმა უნდა შემდეგ უკვე საცალო ფასები, ფასნამატი, მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა. რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის მინისტრებს სურსათის იმპორტიორებთან შეხვედრა და პროდუქტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა.

“ჩვენი მხრივ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს არის მიღწეული და შენარჩუნებული, ამ დროს ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამიტომ მე მინდა დავავალო დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით. ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი, ამხელა მოგებით გვახსოვს ძალიან კარგად მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა მაშინ ამ ამბავს, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგიც სახეზე იყო. გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე არის რეფერენტული ფასები, რამაც 60-70-80 პროცენტით შეამცირა მედიკამენტებზე ფასები და ჯამში ჩვენმა მოსახლეობამ 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა, ანუ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯები შემცირდა 200 მლნ ლარით. ამიტომ მე ვხედავ აქ ძალიან დიდ პოტენციალს, ვხედავ რომ აქ სამწუხაროდ არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და ამ მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი,”- აღნიშნა პრემიერმა.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები გრძელდება

0
default

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა დაყოფილია 3 მონაკვეთად: ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი და საგარეჯოს შემოვლითი გზა. ვაზიანის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება. სამივე მონაკვეთზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ეწყობა ყრილები, საფუძვლის ფენა, რკინიგზის სახიდე გადასასვლელები, ხელოვნური ნაგებობები და მიმდინარეობს ხიდების ხიმინჯების მშენებლობა.

პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო). ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარია.

ქალაქ ოზურგეთსა და ქვემო ნატანებში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება

0

ქალაქ ოზურგეთსა და ქვემო ნატანებში – წითელი სხივისა და ნარუჯის უბნებში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის სრული რეაბილიტაცია, დამატებით მოეწყობა მაგისტრალური მილები.

წითელი სხივისა და ნარუჯის უბნებში მოეწყობა სატუმბი სადგური, მაგისტრალი, რეზერვუარი და გამანაწილებელი ქსელი, პროექტი ითვალისწინებს დაბა ურეკისთვის ჭაბურღილების მოწყობას.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ბიუჯეტი 48 მლნ ლარზე მეტია.

ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღი აშენდება/რეაბილიტირდება

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ: აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს.

ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.