პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, ქალაქ ზუგდიდში, სადაც სამუშაოები უკვე დასრულდა.
პროექტი მოიცავდა ცენტრალური მოედნის და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის განახლებას. რეაბილიტირდა 20 შენობა. ასევე, მიმდინარეობს ბულვარში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია.
პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.