პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ვანის მუნიციპალიტეტში, სადაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულდა.
პროექტი მოიცავდა თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩების, 16 შენობისა და 2 პარკის რეაბილიტაციას. მოეწყო ღობეები და განათება და მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი. ვანის მუნიციპალიტეტში, ასევე, მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები.
4 წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.