პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, ქალაქ ფოთში, სადაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულდა.

პროექტი მოიცავდა აღმაშენებლის ქუჩის განახლებას. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 25 შენობას და სკვერს. პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ფოთში დაწყებულია მეორე ეტაპის სამუშაოები.

4 წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

 

Previous articleპროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა
Next articleპროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში თერჯოლაში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა