Home Blog გვერდი 159

საქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება

0

აუტიზმის ეროვნული ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელის შეწყობის ფონდი“ ააშენებს.

რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი ცენტრი მოემსახურება 16 წლის ასაკის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და მათი უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება.

საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც აუტიზმის კომპლექსურ ცენტრს ააშენებს.

მცხეთა-მთიანეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო

დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 506 პროექტი განხორციელდება

🔵 რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელის წყლის სისტემებს და მოეწყობა ჭაბურღილები;

🔵 კეთილმოეწყობა სკვერები, საბავშვო ბაღების ეზოები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები;

🔵 რეაბილიტირდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება სპორტული დარბაზები და სტადიონები;
მოწესრიგდება შიდა სასოფლო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები;

🔵 განხორციელდება გარე განათების მონტაჟის სამუშაოები, მოეწყობა ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე არხები;
შემოიღობება სასაფლაოები და მოეწყობა სასაფლაომდე მისასვლელი გზები;
განხორციელდება მცირე ჰესებისა და ამბულატორიების კეთილმოწყობის სამუშაოები;

🔵 გაიწმინდება ხევები და მოწესრიგდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები;
ამ ეტაპზე, სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში – ვაზიანში, დაბა ზაჰესში, არაშენდაში, ახალუბანში, ბიწმენდში და წინამძღვრიანთკარში უკვე მიმდინარეობს;

სამშენებლო-სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ ყველა სოფელში დაიწყება.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მომზადდა.
ამჟამად ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა სრულდება

ზუგდიდში, სოფელ რუხში, მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა სრულდება.

სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები მოეწყობა.

კლინიკა 220 ადამიანზეა გათვლილი.

პროექტის ღირებულებაა 41 500 000 ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულების დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრები იყო.

ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო

0

სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მოეწყობა ავტოსადგომი, სასწავლო და სატრენაჟორო ოთახები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.

ანაკლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 63 ადამიანი დასაქმდება.

შენობაში გათვალისწინებულია 3 სპეცმანქანისა და 2 კატერის განთავსება, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს სამაშველო ღონისძიება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში განახორციელონ.

ანაკლიის მუნიციპალიტეტს აღნიშნული შენობა 2019 წლის ნოემბრიდან მოემსახურება.

კასპში პროფესიული სასწავლებელი შენდება

0

კასპში პროფესიული სასწავლებელი შენდება. 200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა კასპში წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3,9 მილიონი ლარია.

სასწავლებელთან ერთად მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა და ეზო, დაირგვება ნარგავები. თანამედროვე სტანდარტების პროფესიულ კოლეჯში რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული დარგების – მექანიზაციის, მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტები და ვეტერინარები მომზადდებიან. სასწავლებლის სტუდენტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლონ ელექტროშედუღება, მაღალი ძაბვის ელექტროობა, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, ამწის ოპერატორ-მემანქანეობა და ა.შ.

ბათუმის დრამატულ თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ბათუმის დრამატულმა თეატრმა 4 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი მაყურებელი მიიღო. თეატრი საზეიმო ვითარებაში, ორი საპრემიერო სპექტაკლის ჩვენებით გაიხსნა.

თეატრში სარემონტო სამუშაოების შემდეგ შეიცვალა გათბობისა და სავენტილაციო სისტემები, განათებისა და გახმოვანების აპარატურა, გარემონტდა 46-ვე საგრიმიორო მაგიდა, მოეწყო სარეპეტიციო სივრცე და სამხატვრო კუთხე. იგი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

თეატრის რეაბილიტაცია ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა.

სოფელ ნასაგურში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

სოფელ ნასაგურში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მიმდინარეობს შიდა გზების მოწყობა, რაც 30-40 წლის განმავლობაში არ იყო მოწესრიგებული.

ასფალტის საფარი იგება აღმართის ქუჩაზე, ფასანაურის ქუჩაზე, ნახშირგორის ქუჩაზე და ნახშირგორის მე-2, მე-3 და მე-4 შესახვევებში. პროექტის ფარგლებში, სულ 9 380 კვ.მ ფართობი წესრიგდება. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. გზების რეაბილიტაცია ივნისში დასრულდება.

სამტრედია–გრიგოლეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

ბათუმის შემოვლითი გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება.

პროექტის ფარგლებში აშენდება:

2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა;
19 სახიდე გადასასვლელი;
4 სატრანსპორტო კვანძი;
5 გვირაბი;
57 წყალგამტარი მილი;

ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას