სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მოეწყობა ავტოსადგომი, სასწავლო და სატრენაჟორო ოთახები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.

ანაკლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 63 ადამიანი დასაქმდება.

შენობაში გათვალისწინებულია 3 სპეცმანქანისა და 2 კატერის განთავსება, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს სამაშველო ღონისძიება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში განახორციელონ.

ანაკლიის მუნიციპალიტეტს აღნიშნული შენობა 2019 წლის ნოემბრიდან მოემსახურება.

Previous articleკასპში პროფესიული სასწავლებელი შენდება
Next articleსოფელ რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა სრულდება