კასპში პროფესიული სასწავლებელი შენდება. 200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა კასპში წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3,9 მილიონი ლარია.
სასწავლებელთან ერთად მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა და ეზო, დაირგვება ნარგავები. თანამედროვე სტანდარტების პროფესიულ კოლეჯში რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული დარგების – მექანიზაციის, მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტები და ვეტერინარები მომზადდებიან. სასწავლებლის სტუდენტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლონ ელექტროშედუღება, მაღალი ძაბვის ელექტროობა, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, ამწის ოპერატორ-მემანქანეობა და ა.შ.