ბათუმის დრამატულმა თეატრმა 4 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი მაყურებელი მიიღო. თეატრი საზეიმო ვითარებაში, ორი საპრემიერო სპექტაკლის ჩვენებით გაიხსნა.
თეატრში სარემონტო სამუშაოების შემდეგ შეიცვალა გათბობისა და სავენტილაციო სისტემები, განათებისა და გახმოვანების აპარატურა, გარემონტდა 46-ვე საგრიმიორო მაგიდა, მოეწყო სარეპეტიციო სივრცე და სამხატვრო კუთხე. იგი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
თეატრის რეაბილიტაცია ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა.