Home Blog გვერდი 158

ორხევის დასახლებაში სააკაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ორხევის დასახლებაში სააკაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა – მოეწყო სანიაღვრე ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და წყალარინების სისტემებს.

წყალტუბოში 420 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ გვიშტიბში 6 ახალ დევნილთა საცხოვრებელს აშენებს.

პროექტის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ბინა 420 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.  დამონტაჟდება გარე განათება,  ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი.  ასევე, თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი,  პანდუსები,   გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 28 მილიონ ლარზე მეტია.

ზუგდიდში 720 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსები შენდება

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

720 ბინიდან, 360 ოჯახისთვის ბინების მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, დანარჩენი 360 ბინის მშენებლობა კი – 2021 წლის იანვარში.

2013 წლიდან დღემდე ზუგდიდში ბინა გადაეცა 867 დევნილ ოჯახს, სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში კი სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 459 დევნილ ოჯახს.

 

თბილისში კლინიკა “ჯერარსი” გაიხსნა

0

თბილისში კლინიკა “ჯერარსი” გაიხსნა.

კლინიკა „ჯერარსი” დაპროექტებულია გამოცდილი ქართველი სპეციალისტებისა და ისრაელიდან მოწვეული ექსპერტების მიერ. შენობა-ნაგებობა აშენებულია 12000 კვ.მ. ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოების და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.

სამედიცინო სივრცეში ორგანიზაციული პროცესები მოიცავს ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყლის ფილტრაციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის უახლესი სისტემების უწყვეტ მონიტორინგს.

კლინიკაში განთავსებულია 10 საოპერაციო, 2 კათეტერიზაციის ლაბორატორია და 208 საწოლი პაციენტებისთვის. ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

 

 

2019-2021 წლებში 217 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება განხორციელდება

2019-2021 წლებში ქვეყნის მასშტაბით, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 217 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება.

გაზიფიცირდება 1,2 მილიონზე მეტი აბონენტი, რაც აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტია.

გაზიფიცირება აჭარის, სამეგრელოსა და სხვა რეგიონების მაღალმთიან სოფლებშია დაგეგმილი. აქედან, ზოგიერთ მათგანში ბუნებრივი აირი არასდროს ყოფილა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედი განათლებისკენ იქნება მიმართული

0

დღეს პარლამენტში მთავრობამ გადააგზავნა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მშპ-ს 6%, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მიმართული იქნება განათლებისკენ და ეს იქნება სავალდებულო ყველა მთავრობისთვის.

ამასთანავე, 2020 წელს განათლების ბიუჯეტი იქნება 2 მილიარდი ლარი, 2021 წელს – 2 500 000 000 ლარი, 2022 წელს კი გაუტოლდება მშპ-ს 6 %-ს და იქნება – 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი.

კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის ორივე მიმართულების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

0

სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიური და ტროტუარი. გზის სავალ ნაწილზე, ჯამში, 280 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის სამი ფენა დაიგება. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, გარე განათების ქსელი სრულად გამოიცვლება და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები დამონტაჟდება. პროექტი ასევე, ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს.

სამუშაოების პერიოდში ცენტრალური სავალი ნაწილი სრულად შეიზღუდება და ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლებით შეძლებენ.

გასულ წელს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის მარჯვება და მარცხენა სათადარიგო ზოლებისა და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია განახორციელა. გზატკეცილზე მოეწყო ბეტონის თვალამრიდები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზატკეცილზე არსებულ ავარიულ ხიდს.

ზუგდიდში 113 ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაცია იწყება.

ამ დროისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს გოგებაშვილისა და შარტავას ქუჩებზე, რამდენიმე დღეში კი დაიწყება ხორავას, შენგელიას, კობახიძის, ტაბიძისა და გორგასალის ქუჩების რეაბილიტაცია. აპრილის ბოლოდან, ეტაპობრივად სამუშაოები ჩატარდება – მოსაშვილის, ცეტკინისა და ჩიტაძის ქუჩებზე, ჯამში 113 ქუჩის გზის საფარის აღდგენა მოხდება.

ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელაიას, ჩიქობავას, ლაზის, ბარამიას, ქობულეთის, ზვიად გამსახურდიას, კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის და თაბუკაშვილის ქუჩებს.

ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

გლდანის რაიონში, ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მოსულიშვილის ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 9 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება. დაახლოებით, 480 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, 6 400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი. ასევე, აღდგება მწვანე ზოლი და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება.

კასპში საირიგაციო წყალსაცავის მშენებლობა იწყება

კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე თეძამზე იწყება კაშხალის მშენებლობა, რომლის საშუალებითაც შიდა ქართლში დამატებით 7 000 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მორწყვა გახდება შესაძლებელი და რომლითაც 10 000 მოქალაქე ისარგებლებს.