საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ გვიშტიბში 6 ახალ დევნილთა საცხოვრებელს აშენებს.
პროექტის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ბინა 420 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. დამონტაჟდება გარე განათება, ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი. ასევე, თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 28 მილიონ ლარზე მეტია.