სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიური და ტროტუარი. გზის სავალ ნაწილზე, ჯამში, 280 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის სამი ფენა დაიგება. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, გარე განათების ქსელი სრულად გამოიცვლება და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები დამონტაჟდება. პროექტი ასევე, ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს.
სამუშაოების პერიოდში ცენტრალური სავალი ნაწილი სრულად შეიზღუდება და ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლებით შეძლებენ.
გასულ წელს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის მარჯვება და მარცხენა სათადარიგო ზოლებისა და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია განახორციელა. გზატკეცილზე მოეწყო ბეტონის თვალამრიდები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზატკეცილზე არსებულ ავარიულ ხიდს.