თბილისში კლინიკა “ჯერარსი” გაიხსნა.

კლინიკა „ჯერარსი” დაპროექტებულია გამოცდილი ქართველი სპეციალისტებისა და ისრაელიდან მოწვეული ექსპერტების მიერ. შენობა-ნაგებობა აშენებულია 12000 კვ.მ. ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოების და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.

სამედიცინო სივრცეში ორგანიზაციული პროცესები მოიცავს ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყლის ფილტრაციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის უახლესი სისტემების უწყვეტ მონიტორინგს.

კლინიკაში განთავსებულია 10 საოპერაციო, 2 კათეტერიზაციის ლაბორატორია და 208 საწოლი პაციენტებისთვის. ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

 

 

Previous article2019-2021 წლებში 217 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება განხორციელდება
Next articleზუგდიდში 720 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსები შენდება