Home Blog გვერდი 142

კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს, მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო, სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. მათივე ინფორმაციით, კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია.

ობსერვატორია დამთვალიერებელს სავარაუდოდ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მიიღებს.

აბასთუმან ში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა. ობსერვატორიას წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

ჯარისკაცების სადაზღვევო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

0

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ. ახალი სადაზღვევო პაკეტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტითა და მრავალფეროვანი სერვისით ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას გულისხმობს, არსებითად გააუმჯობესა ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები.
წინა სადაზღვევო პაკეტთან შედარებით არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები, გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო მომსახურების პირობები. განახლებული პაკეტის ფარგლებში გაიზარდა მომსახურე აფთიაქების, მედიკამენტების ლიმიტებისა და ასევე დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის სამშობიარო, გეგმიურ-ამბულატორიულსა და გეგმიურ-სტაციონარულ მომსახურებაზე.

ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს

0

აუზი N107 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე მოსახლეობის თხოვნით შენდება.

პროექტი მოიცავს საცურაო აუზს სიგრძით 18 მეტრი, სიგანით 12,5 მეტრი, ხოლო სიღრმით 0,8 – 1,6 მეტრი; ფიტნეს დარბაზს, სველ წერტილებს, გასახდელებს და მისაღებს.

თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს. აღნიშნული პროექტი ლილოს დასახლებაში ივნისში დასრულდება.
ასევე მომავალში დაგეგმილია მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობაც.

აშშ საქართველოში 7 მლნ აშშ დოლარის საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

0

აშშ-საქართველოს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოში, 7 მლნ აშშ დოლარის კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებს.

ამერიკული მხარის ინიციატივით, ასევე პროექტი „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა.

აღნიშნული პროგრამები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართულ ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს.

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ჯარის კვების კონტროლის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო

0

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო, სურსათის უვნებლობის საკითხებზე გასცემს რეკომენდაციებს და ჯარის კვების ობიექტებში კონტროლის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება.

სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ მომზადებულ სურსათის შესყიდვებთან დაკავშირებულ ტექნიკურ დავალებებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას და იმ ბიზნესოპერატორების შემოწმებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქართული ჯარის კვების ობიექტებისთვის სურსათის მიწოდებას.

მემორანდუმის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის ნიმუშების ამოღებასა და ლაბორატორიულ შემოწმებას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრო კი, ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.

ფოთში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

0

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ევროპული სტანდარტების, ეკო მეგობრული, თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი ახალი ქარხნის მშენებლობა მოხდება, რომლის წარმოება სრულად ორიენტირებულია ექსპორტზე და ადგილობრივი მუშახელის დასაქმებაზე.

ქარხანაში ქართული და უცხოური ნედლეულის: ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან ჩამოისხმება სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში. წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება.

პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მუშახელი, რომელთა რაოდენობა 2021 წლისთვის გაიზრდება 100 თანამშრომლამდე. ქარხანაში დასაქმებული მუშახელი სპეციალურ გადამზადებას გაივლიან ჩინეთში ქ. სუჯოუში მდებარე ანალოგიური ტიპის ქარხანაში. კომპანიამ უკვე გააგზავნა პირველი ჯგუფი გადასამზადებლად, მეორე ჯგუფის გაგზავნა დაგეგმილია 2020 წლის აპრილის თვეში.

ქარხნის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

წყალტუბოში მუდმივი საცხოვრებლით 560 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება

0

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა გრძელდება.

პროექტის დასრულების შემდეგ 560 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი

კეთილმოეწყობა კორპუსების მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდება გარე განათება, ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი.

თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები.

საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

კასპში კერამიკული პროდუქციის საწარმო შენდება

0

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კერამიკული პროდუქციის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტში ჩართულები არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“.

მშენებლობისას კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სააგურე თიხის კარიერები გამოიყენება. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული აგური გაუმჯობესებული თბოიზოლაციით, ნესტგამძლეობით, ხმის იზოლაციითა და შემცირებული წონით გამოირჩევა. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია.

შენობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის მთლიანად დასრულება აპრილში იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს ესპანეთში მდებარე ქარხნის დემონტაჟი და იგეგმება მისი ტრანსპორტირება საქართველოში.

ქარხანა პირველ სამშენებელო და მოსაპირკეთებელ მასალას შემოდგომაზე შესთავაზებს. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

დედაქალაქის მოსახლეობას დამატებით 40 ახალი ავტობუსი მოემხასურება

0

რვამეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით, რვა მარშრუტზე გადანაწილდება.

ისუზუს“ მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის; ავტობუსშორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე, USB-დამტენები.

უახლოეს მომავალში თბილისს დამატებით, „ისუზუს“ მარკის 40 ერთეული ავტობუსი შეემატება. გასულ წელს შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, სულ „ისუზუს“ მარკის 220 ერთეული და „მანის“ მარკის 90 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.

დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სახელფასო დანამატები დაუწესდათ

0

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ.

დანამატები განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმებით: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად:

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს განესაზღვრათ დანამატი 800 ლარის ოდენობით;

2. კიდურის ნებისმიერი დონის ამპუტაციის ან თვალის დაზიანების (ანოფთალმი/სიბრმავე) მქონე პირებს განესაზღვრათ დანამატი 600 ლარის ოდენობით;

3. სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხ მინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 250 ლარის ოდენობით;

4. სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხ მინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 200 ლარის ოდენობით; ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვასა და მათ ფინანსურ მხარდაჭერას.