კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კერამიკული პროდუქციის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტში ჩართულები არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“.

მშენებლობისას კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სააგურე თიხის კარიერები გამოიყენება. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული აგური გაუმჯობესებული თბოიზოლაციით, ნესტგამძლეობით, ხმის იზოლაციითა და შემცირებული წონით გამოირჩევა. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია.

შენობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის მთლიანად დასრულება აპრილში იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს ესპანეთში მდებარე ქარხნის დემონტაჟი და იგეგმება მისი ტრანსპორტირება საქართველოში.

ქარხანა პირველ სამშენებელო და მოსაპირკეთებელ მასალას შემოდგომაზე შესთავაზებს. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

Previous articleდედაქალაქის მოსახლეობას დამატებით 40 ახალი ავტობუსი მოემხასურება
Next articleწყალტუბოში მუდმივი საცხოვრებლით 560 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება