რვამეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით, რვა მარშრუტზე გადანაწილდება.
„ისუზუს“ მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის; ავტობუსშორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე, USB-დამტენები.
უახლოეს მომავალში თბილისს დამატებით, „ისუზუს“ მარკის 40 ერთეული ავტობუსი შეემატება. გასულ წელს შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, სულ „ისუზუს“ მარკის 220 ერთეული და „მანის“ მარკის 90 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.