Home Blog გვერდი 132

თავდაცვის სამინისტრომ მედიის წარმომადგენლებისთვის საველე კარავი მოაწყო

0

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკარანტინო ზონის მთავარ ე.წ. ბლოკპოსტთან, რომელიც მარნეულის შესასვლელთან მდებარეობს, მედიისთვის საველე კარავი მოაწყო.

კარავში განთავსდება მაგიდები, სკამები და მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კარვიდან იმუშაონ.

მარნეულისა ბოლნისის მუნიციპალიტეტებში უკვე რამდენიმე დღეა, კარანტინია გამოცხადებული.

შსს კორონავირუსის წინააღმდეგ (ფოტოები)

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყოველდღიურ რეჟიმში იბრძვიან.

იხილეთ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შექმნილ საკარანტინო ზონაში გადაღებული ფოტოები.

 

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარობს

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, გზის საფარი დაზიანებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას.

პროექტით გათვალისწინებულია: მიწის სამუშაოები, გზის სავალი ნაწილის ფრეზირება და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ჯარისკაცები მედიის წარმომადგენლებს საკვებით ამარაგებენ

0

ჟურნალისტი რეზი ხუციშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“რა მაგარია როცა ასეთი ამბები ხდება… ჩვენმა საამაყო ჯარისკაცებმა ამ რთულ დროს, გამონახეს საშუალება,დრო, ენერგია და მარნეულის შესასვლელთან მომუშავე მედიის წარმომადგენები საკვებით მოამარაგეს❤️ ერთმანეთზე ზრუნვით გავიმარჯებთ💪🏻

#ერთადგავიმარჯვებთ❤️” – წერს რეზი ხუციშვილი

საქართველოში დამზადებული პირბადეები საპატრულო პოლიციასა და საკარანტინო ზონების პერსონალს გადაეცათ

0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს დახმარებით, საქართველოში დამზადებული პირბადეების დარიგება დაიწყო.

პირბადეები უკვე დაურიგდათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან.

70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალი, მებაჟეები, მუნიციპალური მომსახურების საწარმოების თანამშრომლები იმ მიზნობრივი ჯგუფების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებით დამზადებული პირბადეები გადაეცათ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქალაქსა და სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია 15 ლოკაციაზე.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 8 მილიონ ნახევარი ლარით ფინანსდება.

 

 

 

ჯარისკაცები კორონავირუსის წინააღმდეგ (ფოტოები)

0

საქართველოს ჯარისკაცები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყოველდღიურ რეჟიმში იბრძვიან.

იხილეთ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელში, საგანგებოდ მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე გადაღებული ფოტოები.

       

საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს. საუბარია ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობები განიხილა.უწყების ინფორმაციით, მინისტრი პრიორიტეტად ფასების შენარჩუნებას მიიჩნევს.

„ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყანაში მომარაგების კუთხით შეფერხება არ მოხდეს და განსაზღვრულ ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ დეტალებიც გააცნო, რომელიც ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით მოახდენს 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას ითვალისწინებს.პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა 24 მარტს დამტკიცდა.

სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია

0

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალური ქსელ “FACEBOOK”-ზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ავრცელებს, პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონა ვირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია.”

ქართული წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო

0

სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის ქართული წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო.

„ქართული წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო იმ პრიორიტეტების მიხედვით, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა, სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე – ამ კატეგორიაში არიან 70 წელს გადაცილებული ადამიანები, ასევე ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საკარანტინო ზონებთან არიან შეხებაში, პოლიციელები, სხვადასხვა კატეგორია, რომლებიც არსებული საფრთხეების მიუხედავად, ემსახურებიან მოსახლეობას. დღეს კომერციულ სექტორშიც, პრიორიტეტების მიხედვით დავიწყეთ პირბადეების მიწოდება, პირველ რიგში, სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის. ქართული წარმოების პირბადეები დაურიგდებათ არამხოლოდ დიდ სასურსათო მაღაზიებს, არამედ მცირე საუბნო მარკეტებსაც, რაშიც სამინისტროს დახმარებას უწევს მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაცია. „ეს ორგანიზაცია აერთიანებს 780 პატარა სასურსათო მაღაზიას, ეს არის 2000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი ამ სექტორში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა, მათი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე,“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.