საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკარანტინო ზონის მთავარ ე.წ. ბლოკპოსტთან, რომელიც მარნეულის შესასვლელთან მდებარეობს, მედიისთვის საველე კარავი მოაწყო.
კარავში განთავსდება მაგიდები, სკამები და მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კარვიდან იმუშაონ.
მარნეულისა ბოლნისის მუნიციპალიტეტებში უკვე რამდენიმე დღეა, კარანტინია გამოცხადებული.