საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლე
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, გზის საფარი დაზიანებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას.
პროექტით გათვალისწინებულია: მიწის სამუშაოები, გზის სავალი ნაწილის ფრეზირება და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.