ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს დახმარებით, საქართველოში დამზადებული პირბადეების დარიგება დაიწყო.
პირბადეები უკვე დაურიგდათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან.
70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალი, მებაჟეები, მუნიციპალური მომსახურების საწარმოების თანამშრომლები იმ მიზნობრივი ჯგუფების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებით დამზადებული პირბადეები გადაეცათ.