Home Blog გვერდი 13

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანებები გაუნულდებათ

Graduation Caps Thrown in the Air

სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება აქვს.

„ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების სწავლა-განათლება. მინდა, შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი. მოვიკითხე ამის შესახებ და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება და შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.

სკოლის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.7 მილიონი ლარია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

default

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.

მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლაში ივლიან.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია.

დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.

პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიონი ლარია.

ბაკურიანში სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები მიმდინარეობს

ბაკურიანში სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები მოიცავს ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქუჩებისა და არსებული შენობების რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობას და სხვა.

ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყოფა სხვადასხვა ტიპის – სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. რეკრეაციულ პარკში შეიქმნება ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის
პარკის ინფრასტრუქტურა მორგებული იქნება შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.
პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე პროექტის სამუშაოები, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად განხორციელდა.
პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები ბორჯომის, 9 აპრილის, თავისუფლების, მთის, რუსთაველის, აღმაშენებლის ქუჩებზე უკვე დასრულებილია. პროექტის ფარგლებში მოეწყო ქუჩების მიმდებარე. სახლების ღობეები, ჭიშკრები და გარე განათების სისტემა. მეორე ეტაპით დაგეგმილი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს 9 აპრილის, ბორჯომის, თავისუფლების და აღმაშენებლის ქუჩებზე.

დაბა ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები კურორტს უფრო მეტად მიმზიდველს და კომფორტულს გახდის ვიზიტორებისა და სტუმრებისთვის წელიწადის ოთხივე სეზონზე.




default

default

ფასდაკლებული მედიკამენტების რაოდენობა 2300-მდე გაიზარდა

0

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით განხორციელებული რეფორმის შედეგად, წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.

არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა.

ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.

რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-დან 80%-მდე შემცირდა.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main

(CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

0

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო.

კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა – Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.

Guardian 4 შესწავლილი და დამტკიცებულია 7 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. კომპანიის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან, არ გაიცა რეკომენდაცია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში Guardian 4-ის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სისტემა 7-18 წლის მოზარდებისთვის გაიცემა. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი Guardian 3 სენსორების გაცემა გრძელდება. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტებთან და Medtronic-ის წარმომადგენლებთან ერთად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე განიხილავს, ასაკის დაწევისა და მეოთხე თაობის აპარატით, 7 წლამდე ბავშვების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

რაც შეეხება სმარტფონებს, განცხადებით მომართვის საფუძველზე, მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფილები იქნებიან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ასევე, ოჯახები, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია, 18 წლამდე ასაკის, ორი ან მეტი ბენეფიციარი.

#ჯანდაცვა2023

ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა ონკოპაციენტს უფინანსდება

0

ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა

0

ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს შერჩეულ კლინიკებთან ხელი უკვე მოეწერა. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადების მიღება 2023 წლის 24 ივლისიდან დაიწყებო. ბავშვი საქართველო იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში იქნება გადაყვანა საჭირო სპეციალური ბორდი განიხილავს. გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რომელი პროცესი მეტად სასურველია დაავადების განსაკურნებლად.

მთავრობის მიერ შერჩეული კლინიკების ჩამონათვალი შემდეგნაირია:

ისრაელი – იხილოვის სამედიცინო ცენტრი;
ესპანეთი – “ქირონის” კლინიკა;
თურქეთი – “ანადოლუ,”
საქართველო – იაშვილის პედიატრიული კლინიკა;

შეგახსენებთ რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ყველა ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს.

367 დევნილ ოჯახს მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 409 ობიექტი საკუთრებაში გადაეცემა

მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, 367 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 409 ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი ბინები და როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.

დევნილებისთვის გადასაცემი ქონება მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, დაბა ჩხოროწყუში, შიდა ქართლში, თელავში, მცხეთაში, ბორჯომში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთში, ბათუმსა და რაჭა-ლეჩხუმში.

სენაკის მუნიციპალიტეტში,სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ, სენაკის  მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში  სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „ლურჯი ბაღი“ მოცვის პლანტაცია  და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს.

„მხარდამჭერი სახელწიფო პროექტები  და პროგრამები, რომლებსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ფერმერებს  ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლში ეხმარება, რაც მოიცავს  პირველად წარმოებას, შენახვა-გადამუშავებას, ბაზრებზე წვდომაში ხელშეწყობას“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.

სააგენტოს დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით,  თანადაფინანსებულია 114 სამაცივრე მეურნეობა; სამაცივრე მეურნეობების  შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი კი, 164  მლნ ლარს აღემატება.

2020 წელს, კომპანიამ „ლურჯი ბაღი“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 17 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისათვის 249,664  ლარის თანადაფინანსება მიიღო, ხოლო შეღავათიანმა აგროკრედიტმა  500,000 ლარი შეადგინა.  კომპანიამ სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით  ისარგებლა 2021 წელსაც – თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად, სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი  484,000 ლარი, ხოლო  შეღავათიანი აგროკრედიტი 730,000 ლარი მიიღო.

სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა ლურჯი მოცვის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში კომპანიაში  მუდმივად 15 ადგილობრივია დასაქმებული, ხოლო სეზონურად, დღიური მუშახელის რაოდენობა 150-მდე აღწევს. პროდუქცია განკუთვნილია  როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივი ბაზრისათვის.