ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს შერჩეულ კლინიკებთან ხელი უკვე მოეწერა. ჯანდაცვის სამინისტრო განაცხადების მიღებას 24 ივლისიდან დაიწყებს. ბავშვი საქართველო იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში იქნება გადაყვანა საჭირო სპეციალური ბორდი განიხილავს. გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად.
მთავრობის მიერ შერჩეული კლინიკების ჩამონათვალი შემდეგნაირია:
ისრაელი – იხილოვის სამედიცინო ცენტრი;
ესპანეთი – “ქირონის” კლინიკა;
თურქეთი – “ანადოლუ,” საქართველო;
იაშვილის პედიატრიული კლინიკა;
შეგახსენებთ რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ყველა ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს.