ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.
მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლაში ივლიან.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია.
დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიონი ლარია.